ფილარმონიასთან, კლუბ “დეჟავუში” მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 1 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

ფილარმონიასთან, კლუბ “დეჟავუში” მომხდარი აფეთქებისას დაშავებული 1 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის დეპარტამენტის უფროსის, ამირან გოგიტიძის ინფორმაციით, მძიმე პაციენტი ალადაშვილის კლინიკაშია გადაყვანილია. მისივე ცნობით, დანარჩენი 2 დაშავებულის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.

აფეთქებისას გარდაიცვალა 1 ადამიანი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ვაჟა სირაძის განცხადებით, პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილია მუშა, რომელიც კონდიცირების სისტემის დამონტაჟებას ცდილობდა. მისივე თქმით, დაშავებულებიდან 1 გამვლელია, 1 კლუბ “დეჟავუს” თანამშრომელი, 1 კი მუშა.

აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო.

მსგავსი თემები