“FBI-ის ჩარევა ხდება მაშინ, როცა ამერიკის მოქალაქეს ეხება საქმე ან ამერიკული ინტერესია წარმოდგენილი” – კელი დეგნანი

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში კელი დეგნანი ბაჩალიაშვილების ოჯახს კიდევ ერთხელ უსამძიმრებს.

მისი განცხადებით, FBI-ს პროცესებში მონაწილეობა მაშინ ხდება, როდესაც საქმეში ამერიკის მოქალაქე ან ამერიკული ინტერესია წარმოდგენილი.

“კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს, ეს უდიდესი ტრაგედიაა. ვხვდები, რაოდენ დიდ ტკივილს განიცდიან ისინი შვილის დაკარგვასთან დაკავშირებით.

ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, რომ FBI არის სამართალდამცველი ორგანიზაცია აშშ-ში და მათი იურისდიქცია ვრცელდება ამერიკის შეერთებულ შტატებზე. მათი ჩარევა საკითხში ხდება მაშინ, როდესაც ამერიკის მოქალაქეს ეხება საქმე ან მაშინ, როდესაც ამერიკული ინტერესია წარმოდგენილი,”- განაცხადა კელი დეგნანმა.

მსგავსი თემები