“კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება” – გიორგი გახარია გაეროს რეზოლუციაზე   


პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, გაეროს რეზოლუციასთან დაკავშირებით კენჭისყრის შედეგები კიდევ ერთო დასტურია, რომ ქართული დიპლომატიის მუშაობა წარმატებულია. მთავრობის მეთაური პარტნიორებს გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
 
„დღეს გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის სხდომაზე უპრეცედენტო მხარდაჭერით იქნა  მიღებული  რეზოლუცია იძულებით ადგილნაცვალი პირების შესახებ, რითაც მათი და დევნილების სახლში დაბრუნების უფლება იქნა განმტკიცებული. გაეროს რეზოლუციას 84  მხარდამჭერი ქვეყანა და 54 თანა-ინიციატორი ჰყავს. კენჭისყრის ასეთი შედეგით დასტურდება ქართული დიპლომატიის წარმატება!
მადლობას ვუხდი პარტნიორებს მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მსგავსი თემები