“რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო გამძაფრდება რუსეთის მხრიდან ავანტურისტული და მტრული განცხადებები” – რატი იონათამიშვილი

რუსეთის დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის იური შვიტკინის განცხადებას, საქართველოში ქიმიური მომწამვლელი ნივთიერებების ლაბორატორიებთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი აბსურდულსა და მტრულს უწოდებს.

“რაც უფრო მოახლოვდება არჩევნები, მით უფრო გამძაფრდება ალბათ რუსეთის მხრიდან ავანტურისტული და მტრული განცხადებები, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ. ეს განცხადება არის სწორედ ასეთი და აჩვენებს იმ ყალბ და ფარისევლურ დამოკიდებულებას, რომელიც რუსეთს გააჩნია,” – განაცხადა რატი იონათამიშვილმა. 

რუსეთის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი აცხადებს, რომ რუსეთი არ არის დაკავებული “ნოვიჩოკის” ჯგუფის ქიმიური ნივთიერების დამზადებით და მსგავსი ლაბორატორიები საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშია.

მსგავსი თემები