ცოტნე გამსახურდიას ოჯახი მაქსიმალურ სასჯელს – 17 წელს ითხოვს – ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში” – (ვიდეო)

„ღარიბაშვილმა ჯერ რკინის ყავარჯენი გადაარტყა და როდესაც წაიქცა ცოტნე გულ – მკერდის არეში ჩაარტყა დანის მსგავსი საგანი და შემდეგ ქვა, ახლა მითხარით ასეთი ადამიანები უნდა დაისაჯონ თუ არა კანონის სრული სიმკაცრით?,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში” ცოტნე გამსახურდიას ოჯახის ადვოკატმა, ამირან გიგიუაშვილმა განაცხადა.

ხვალ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე სრულ მტკიცებულებებს წარადგენს. საქმე 109 – ე მუხლის მე – 2 ნაწილით არის აღძრული, რაც 13 – დან 17 – წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ოჯახი მაქსიმალურ სასჯელს, – 17 წელს ითხოვს:

„ეს სოლოღაშვილი არის ერთ – ერთი ბრალდებულის, კახა ჩხეტიანის ახლობელი და როცა სუფრაძე მოხვდნენ ერთად იქ გამოიწვიეს ცოტნე, რასაც მოჰყვა მცირე დაპირისპირება, შელაპარაკების ინიციატორი იყო სოლოღაშვილი, ისინი წამოვიდნენ სუფრიდან 5 – 10 წუთით ადრე და ჩაუსაფრდნენ ცოტნეს სახლის კართან, დაესხნენ თავს დანებით, ქვითაც, საქმის მასალებში დევს, რომ ღარიბაშვილმა ჯერ რკინის ყავარჯენი გადაარტყა და როდესაც წაიქცა ცოტნე გულ – მკერდის არეში ჩაარტყა დანის მსგავსი საგანი, ახლა მითხარით ასეთი ადამიანები უნდა დაისაჯონ თუ არა კანონის სრული სიმკაცრით? საბოლოო შედეგი იქნება 11 სექტემბერს, ხვალ არის მნიშვნელოვანი დღე, მე ველოდები ამ საქმეში განვითარებას და განვითარება ის იქნება, როცა ცოტნე სრულფასოვნად შეძლებს ყველა კითხვაზე პასუხის გაცემას.

მას მოუხსნეს მთელი რიგი შეზღუდვები, რათა დამოუკიდებლად დაიწყოს სუნთქვა ლაპარაკი და კვება.

ჩვენ ვითხოვთ მაქსიმალურ სასჯელს – 17 წელს,“ – განაცხადა ამირან გიგუაშვილმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები