ბათუმში ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

„მძღოლები 14 დღეში ერთხელ იტესტებოდნენ, ეს მძღოლიც იყო დატესტილი. ამიტომ ნებისმიერი მგზავრი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ დაიცვას ნორმები“ – ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ განაცხადა.

დღეს, აჭარის მთავრობაში ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ კოვიდსიტუაციასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართეს. თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსი #7 ავტობუსის მძღოლს დაუდასტურდა.

მთავრობის წარმომადგენლების თქმით, მოქალაქეებმა, რომლებიც ამ ავტობუსით სარგებლობდნენ, უნდა ჩაიტარონ ტესტირება.

„გამკაცრდება კონტროლი საზოგადოებრივი კვების ობიექტებში და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, დღის წესრიგში არ დგას აჭარის ჩაკეტვა, მაგრამ იმისთვის, რომ რისკები ვმართოთ, გვჭირდება საზოგადოების მაღალი პასუხისმგებლობა“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ნინო ნიჟარაძის თქმით, კოვიდ19-ის შემთხვევები შესაძლოა გაიზარდოს.

მსგავსი თემები