„არასწორიa ინფორმაცია, თითქოს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოში შეიყვანეს უკანა მხრიდან“ – შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი არასრულწლოვანის ადვოკატი „მედიაცენტრ მთავარში“ (ვიდეო)

„ჩვენ ბევრად უფრო ადრე მივედით სასამართლოში და შევედით ცენტრალური შესასვლელიდან,“ – ამის შესახებ „მედიაცენტრ მთავარში“ გიორგი შაქარაშვილის საქმეში ფიგურანტი, არასრულწლოვანი ნ.ხ-ს ადვოკატმა, ანა ჟღენტმა განაცხადა.

ადვოკატის ინფორმაციით მისი დაცვის ქვე მყოფი მედის ზეწოლის ქვეშაა, როს გამოც მათ მუწიათ სასამართლოში დროზე ადრე მისვლა: „ჩვენ ბევრად უფრო ადრე მივედით და ვუზრუნველყავით მისი შესვლა სასამართლოში და ამით კანონი არ დარღვეულა, ეს განაპირობა იმან, რომ ჟურნალისტების მხრიდანა არის ზეწოლა. კანონიც გვეუბნება, რომ არასრულწლოვანს უნდა ჰკითხონ უნდა თუ არა კომენატრის გაკეთება. შეგიძლიათ ამოიღოთ კადრები და ნახავთ, რომ მეც მასთან ერთად ვიყავი,“ – განაცხადა ანა ჟღენტმა „მედიაცენტრ მთავარში.“

“მედიაცენტრ მთავარის” მასალის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ბმულის და წყაროს მითითება.

მსგავსი თემები