“მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე ქვეყნის ეფექტიანი განვითარების გარანტია” – გიორგი გახარია

თბილისში, ორთაჭალაში საჯარო რეესტრის და ციფრული მმართველობის სააგენტოს ახალი სათავო ოფისი გაიხსნა. ცერემონიას მინისტრთა კაბინეტის წევრები დაესწრნენ, მათ სიტყვით პრემიერ-მინისტრმა მიმართა. გიორგი გახარიამ თანამშრომლებს მიულოცა და გამართული საჯარო მომსახურების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

გახარიას თქმით, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაღალკვალიფიციური და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე ქვეყნის ეფექტური განვითარების გარანტია.

„ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი გამოწვევა დღეს არის სწორად, ეფექტიანად დალაგებული სერვისები, რომლებიც რაც შეიძლება ახლოს უნდა მივიდეს თითოეულ მოქალაქესთან. ეს არის ის, რასაც დღეს იუსტიციის სამინისტრო აკეთებს და ეს არის ის, რაც ჩვენ უნდა გავაგრძელოთ და რაზეც შრომა არ უნდა დაგვეზაროს არც ერთი დღე. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ საჯარო მოხელე ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი გახდება ქვეყნის წარმატებაში და ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მაღალი პროფესიონალიზმის მატარებელი და კეთილსინდისიერი საჯარო მოხელე არის გარანტი ქვეყნის ეფექტიანი განვითარების“, – განაცხდა პრემიერმა.

მსგავსი თემები