შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აგვისტოში მაშველებმა170 მოქალაქე გადაარჩინეს

“შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აგვისტოში, მაშველებმა 170 მოქალაქე გადაარჩინეს. მათ შორის ოთხბალიანი შტორმის დროს – 23. გადარჩენილებს შორის 48 არასრულწლოვანია” – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

ამასთან, როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 38 ბავშვი იპოვეს.

„მაშველებმა სანაპირო ზოლზე დაკარგული 38 ბავშვი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოგიწოდებთ, დაემორჩილოთ მაშველების მითითებებს. არ შეხვიდეთ წყალში შტორმის დროს. არ შეხვიდეთ წყალში არაფხიზელ მდგომარეობაში და ნაბახუსევზე. არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები