გიორგი შაქარაშვილის საქმეზე არასრულწლოვნების პროცესი მიმდინარეობს

მცხეთის რაიონულ სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე გუშინ დაწყებული არასრულწლოვნების სასამართლო პროცესი დღესაც გრძელდება. ერთ-ერთი არასრულწლოვანი სასამართლო პროცესს პროტესტის ნიშნად არ ესწრება. დღეს სასამართლომ 12 მოწმე უნდა დაკითხოს.

როგორც საქმის პროკურორმა განმარტა, დღეს, მოწმეებთან ერთად, გამომძიებლები და მოწმეებიც დაიკითხებიან.  

„ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰყავს 12 მოწმე. ჩვენ გავაგრძელებთ იმ მოწმის დაკითხვით, რომლის დაკითხვის დროს ტექნიკური პრობლემის გამო შეჩერებული იქნა დაკითხვა. დღევანდელ პროცესზე მოხდება ვიდეოჩანაწერის წარდგენა, რომლითაც მოახდენენ გარკვეული მოწმეების იდენტიფიცირებას. მათ შორის, ვიდეოჩანაწერები შეეხება აგარაკის დაპირისპირების ეპიზოდს. წარმოდგენილი მოწმეები არიან როგორც გამომძიებლები და ექსპერტები, ასევე სხვა მოწმეები, რომლებიც გადაადგილებაში დაეხმარნენ არასრულწლოვან ლ.შ.-ს და ნ.ხ.-ს,” – განმარტა ნანა გუგუტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არასრულწლოვანი ზ.ხ. და მისი ადვოკატი გიორგი გელხაური სასამართლო პროცესს პროტესტს უცხადებენ.

მსგავსი თემები