ფოთის ჰოსპიტალში 88 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა

ფოთის ჰოსპიტალში 88 წლის მამაკაცს კორონავირუსი არ დაუდგინდა, კლინიკაში საეჭვო სიმპტომებით კიდევ სამი პაციენტია მოთავსებული.

კლინიკის დირექტორის, თეა მიგინეიშვილის განცხადებით, პაციენტი, რომელსაც ცხელება და სხვა რესპირატორული სიმპტომები აღენიშნებოდა, ბოქსირებულ პალატაში იყო მოთავსებული.

ამჟამად კლინიკაში იმყოფებიან 70 წლის ქალი, ასევე 69 და 80 წლის მამაკაცები ფოთიდან.

„პაციენტები იმყოფებიან ბოქსირებულ პალატებში. მათ უტარდებათ საჭირო სამედიცინო დახმარება. პაციენტების ბიოლოგიური მასალა ხვალ გაიგზავნება ლაბორატორიაში პისიარკვლევისათვის. პასუხები სავარაუდოდ ხვალვე გახდება ცნობილი“, – განაცხადა ჰოსპიტლის დირექტორმა.

მსგავსი თემები