თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა დასრულდა

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილს ექსპერტიზა დასრულდა. პროცედურას გარდაცვლილის მამა ოჯახის ადვოკატთან, მიხეილ რამიშვილთან ერთად ესწრებოდა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, ტექნიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა ავტომობილს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ისეთი ავტომობილი, რომელზეც შეგვეძლო ძირფესვიანად მიეღოთ ინფორმაცია.

„ტექნიკური ექსპერტიზა ჩაუტარდა ავტომობილს, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა ისეთი ავტომობილი, რომელზეც შეგვეძლო ძირფესვიანად მიგვეღო ინფორმაცია, იმიტომ რომ მას არ ჰქონდა კომპიუტერული მახსოვრობა. სიცხეში, ივლისის თვეში გადაადგილებისას, რატომღაც კონდენციონერი იყო გამორთული“, – აცხადებს ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.

მსგავსი თემები