პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურამ ლისის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით  დაიწყო, (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა,რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.)

„გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 30 აგვისტოს, დაახლოებით 23:00 საათზე, ლისის გზაზე  მოძრავი საპატრულო პოლიციის ავტომანქანა, ქვეითად მოსიარულე 2008 წელს დაბადებულ მ.გ.-ს შეეჯახა, რომელიც ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სისხლის სამართლის საქმეზე  ტარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები,“ – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მსგავსი თემები