თბილისი-ზუგდიდის რეისზე კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან ერთად ვაგონში მყოფი მგზავრების მოძიება გრძელდება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზუგდიდის ცენტრის ინფორმაციით, თბილისი-ზუგდიდის მატარებლის იმ ვაგონის მგზავრების მოძიება გრძელდება, ვინც დადასტურებულ კოვიდინფიცირებულ ახალგაზრდა ქალთან მგზავრობდა. მათივე ცნობით, ამ დროისთვის მოძიებულია ხუთი მგზავრი. სამი მათგანი თვითიზოლაციაში გადავიდა, ხოლო ორი კარანტინში გადაიყვანეს.

„კოვიდ-19“ დღეს ზუგდიდში ახალგაზრდა ქალს დაუდასტურდა. ის ზუგდიდში 28 აგვისტოს ჩავიდა და ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდა. წუხელ მას „კოვიდ-19“ დაუდასტურდა. პაციენტი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასტუმროში ჩატარდა დეზინფექცია და თანამშრომელი, რომელსაც უშუალო ურთიერთობა ჰქონდა კოვიდინფიცირებულთან, თვითიზოლაციაშია.

მსგავსი თემები