არჩილ თალაკვაძის დაცვის წევრს კორონავირუსი დაუდგინდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც პარლამენტის პრესსამსახურში ამბობენ, უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, სხვა პირებთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ PCR ტესტირება. პასუხი უარყოფითია, მათ კოვიდ ინფექცია არ დაუდასტურდათ. 

უსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე თვითიზოლაციაში გადავიდა.

მსგავსი თემები