მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 25 მილიონს გადააჭარბა

პანდემიას 846 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ვირუსი დაძლია 17,5 მილიონმა პაციენტმა.

„კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რიცხვით პირველ ადგილზე კვლავ აშშ-ია, სადაც ვირუსი ექვს მილიონზე მეტ ადამინს დაუდგინეს. მეორეზეა ბრაზილია 3,8 მილიონი შემთხვევით და მესამე ადგილზე ინდოეთი 3,5 მილიონი ინფიცირებულით.

ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება დასავლეთ ევროპაში, რასაც სპეციალისტები შვებულებების პერიოდს უკავშირებენ. ამის გამო ქვეყნების ნაწილი იძულებულია, გაამკაცროს შეზღუდვები. გერმანიაში აკრძალულია ისეთი მასობრივი ღონისძიებების გამართვა, სადაც ინფიცირებულთა კონტაქტების გამოვლენა რთულია. უნგრეთში კი პირველი სექტემბრიდან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვარი ჩაიკეტება. ეს შეზღუდვა თვის ბოლომდე გაგრძელდება.

მანამდე, საზღვრების დახურვის გადაწყვეტილება მიიღეს უკრაინაშიც, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულთა ყოველდღიური მაჩვენებელი ასევე რეკორდულია.

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთ მილიონს უახლოვდება. დაიღუპა 17 025 ადამიანი.

მსგავსი თემები