“მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ მძიმე რჩება” – ლევან რატიანი შატილში დაშავებულებზე

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 3 ადამიანის მდგომარეობა ამ ეტაპზე კვლავ მძიმე რჩება, თუმცა დადებითი დინამიკით:

“2 ქალბატონთან ჩატარდა ინტერვენციული ღონისძიებები, ანუ ლიკვიდირებული იქნა ტრავმის შედეგად გამოწვეული დაზიანებები. მათი მდგომარეობა, ამ ეტაპზე, კვლავ რჩება მძიმე, თუმცა დადებითი დინამიკით. განმეორებით ჩატარებული კლინიკო-ლაბორატორიული კვლევების შედეგად, უარყოფითი დინამიკა არ ვლინდება, თუმცა, მათ აქვთ ძალიან რთული გზა გასავლელი გამოჯანმრთელებამდე. კლინიკის მედპერსონალი ყველაფერს აკეთებს რომ სამივე ქალბატონს სიცოცხლე შეუნარჩუნდეს,” – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები