საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ექვსი პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1455 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1196-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5943 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252.

მსგავსი თემები