“სომხური ეკლესია, საქართველოსგან ოფიციალურად მოითხოვს 650-ზე მეტ ეკლესიას, მათ ქონებას და მიმდებარე ტერიტორიებს” – გურამ მარხულია

ისტორიის  მეცნიერებათა  დოქტორი, სოხუმისსახელმწიფო  უნივერსიტეტის  პროფესორი, გეოისტორიისა და გეოპოლიტიკის კვლევის კავკასიისსაერთაშორისო ცენტრის  პრეზიდენტი გურამმარხულია ეკლესიასთან დაკავშირებულ ახალსაფრთხეზე საუბრობს. მისი თქმით, სომხეთი ითხოვსრამდენიმე ასეული ქართულ ეკლესიის გადაცემას, რაც მუდმივად იწვევს საქართველოში ვითარებისდაძაბვას.    

გურამ მარხულია: „წლევანდელი ოქტომბრის საპარლამენტო  არჩევნების გამო,  შეერთებული შტატები საქართველოში წელს კიდევ უფრო გააქტიურდა. ამ არჩევნებზე დიდწილად იქნება დამოკიდებული ქვეყანაში  შიდა პოლიტიკური ძალების განლაგება. ამიტომ, საქართველოში წინასაარჩევნოდ შექმნილი ვითარება ამერიკული მხარის მჭიდრო კონტროლქვეშ მოექცა. როგორც ჩანს, აშშ სერიოზულად აპირებს  აღადგინოს ოდესღაც შერყეული პოზიციები საქართველოში, რომელიც განიხილება როგორც ამერიკული ინტერესებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანიქვეყანა რეგიონში“.

„მედაიცენტრიმთავარი:“ ოდესღაც შერყეულიპოზიციების აღდგენაში რას გულისხმობთ?

გ.მ: აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი, რომელიც დაინიშნა 2019 წლის ბოლოს, მეტად აქტიურად სტუმრობს საქართველოს რეგიონებს და საკულტო ადგილებს, ეცნობა ქვეყნისსულიერ და ისტორიულ მემკვიდრეობას. ჯერ კიდევ ამა წლის თებერვალში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, ეპისკოპოსებთან და მღვდელმთავრებთან ერთად, კელი დეგნანსა და მის თანმხლები პირებს უმასპინძლა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-სა დასაქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ უწმინდესობამ ხაზი გაუსვა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნების მნიშვნელობას და ასევე, მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის დახმარებისთვის.

შესაძლოა, საქართველოს პატრიარქის სახით, აშშ-სახალმა ელჩმა მიიღო გარკვეული თანადგომა დამხარდაჭერა, თუმცა არც ისე მარტივადაა ყველაფერი და საქართველოს საპატრიარქოს პოზიცია, აშშ-სთვის, სავარაუდოდ, პრორუსული უფრო დარჩება, ვიდრე ნეიტრალური ან კომპლემენტარული.

2020 წლის ზაფხულის განმავლობაში მან მრავალიმსგავსი მოგზაურობა განახორციელა, მათ შორის, აგვისტოს დასაწყისში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ერთად, სამცხე-ჯავახეთის სომხებით დასახლებულ რეგიონში, სადაც, შემდგომ, სომეხთა აქტივისტების მონაწილეობით, აჯანყებები იქნა პროვოცირებული, რაც ერთგვარი პროტესტის გამოხატვა იყო  ამერიკელი ელჩისა დასაქართველოს პრეზიდენტის ვიზიტის წინააღმდეგ.

„მედიაცენტრი მთავარი:“ ეს ხომ ჩვეულებრივი, ახლად დანიშნული დიპლომატისთვის პროტოკოლითგათვალისწინებული საქმიანობაა. რატომ აფასებთასე უცნაურად?  

გ.მ: აშშ აქტიურად სწავლობს და აწყობს შეხვედრებს ქართული ეკლესიის იერარქებთან, რომლებმაც მოინახულეს შეერთებული შტატები და ალბათ, მათშორის არიან ისეთებიც, რომლებიც თანაუგრძნობენ ამერიკის პოლიტიკას რეგიონსა და საქართველოშიც. ამერიკელები ითვალისწინებენ, რომ საქართველოში პატრიარქის სიტყვა და ავტორიტეტი ბევრად აღემატება ქვეყნის პრეზიდენტისა ან პრემიერმინისტრის ავტორიტეტს. ამრიგად, ამერიკის ელჩი საქართველოში ყურადღებით სწავლობს საქართველოს ეკლესიის მაღალჩინოსნებსა დაიერარქებთან ურთიერთქმედების შესაძლებლობებს.

მაგალითად, 19 აგვისტოს, აშშ-ს ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა მიიღო ახალქალაქის, ყუმურდოსა და ყარას  სამხრეთ ამერიკელი მიტროპოლიტი ნიკოლოზი. ოფიციალური განცხადების თანახმად, შეხვედრაზე განიხილესელჩის ვიზიტი სამცხე-ჯავახეთში და მრავალმხრივი ურთიერთობები, რომლებიც აკავშირებს საელჩოს, მიტროპოლიტს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, მათ შორის, სხვა ეკლესიებთან და სამცხე-ჯავახეთის ეთნიკურ სომეხ მოსახლეობასთან კარგი ურთიერთობის განვითარების თვალსაზრისით. მიტროპოლიტ ნიკოლოზს კარგი ურთიერთობა აქვს ამერიკულ მხარესთან და ესმის სომეხთა პრეტენზიების შეზღუდვის მნიშვნელობა სამცხე-ჯავახეთში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის მოსახლეობა დიდიხანია პრეტენზიებს აცხადებს მე-10 საუკუნის შუასაუკუნეების ქართულ ტაძრებზე ახალქალაქისრაიონის სოფელ ყუმურდოში, რომელიც მიტროპოლიტი ნიკოლოზის იურისდიქციის ქვეშ იმყოფება.

2017 წელს, სომეხთა აგრესიულად განწყობილმა ჯგუფმა სცადა ყუმურდოს ტაძრისხელში ჩაგდება. ისინი ცდილობდნენ ტაძარში შეღწევას, რათა ეზოში სანთლები დაენთოთ. ასევე, გეგმავდნენ  ტრადიციული სომხური ჯვრის – ხაჩკარკის აღმართვას. დაცვის პოლიციამ არ მისცამათ ტერიტორიაზე შესვლის უფლება და მოხდაფიზიკური დაპირისპირება. შემდეგ, შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მივიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაპირისპირების შედეგად დაშავდა ოთხი პოლიციელი, დაზიანდა შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მანქანა. გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის353-ე მუხლით (პოლიციისათვის წინააღმდეგობისგაწევა), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ობიექტისგანზრახ დაზიანება ან განადგურება), სისხლისსამართლის კოდექსის 239-ე მუხლის 2 და 3 ნაწილებით (ხულიგნობა).

„მედიაცენტრი მთავარი“: ერთია თხოვნა და მეორე, ამ თხოვნის შესრულება. რეალურად, რა საფრთხეზესაუბრობთ, რუსული გავლენებ იკვეთება?  

გ.მ: უნდა აღინიშნოს, რომ სომხეთი ითხოვს რამდენიმე ასეული ქართულ ეკლესიის გადაცემას, რაც მუდმივად იწვევს საქართველოში ვითარების დაძაბვას. ეჭვგარეშეა, რომ აღნიშნული სომხური პრეტენზიები არის რუსეთის მხრიდან გამოყენებული საქართველოზე გავლენის ერთ-ერთი ბერკეტი, რაც ბუნებრივია, აშფოთებს შეერთებულ შტატებსაც. ახალქალაქის რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და აქედან გადის მრავალი ნახშირწყალბადური მილსადენი და რკინიგზა თურქეთსა და ევროპის არაერთ ქვეყანაში. აზერბაიჯანიდან საქართველოს ტერიტორიაზე გამავალი ეს მაგისტრალები სტრატეგიული და ეკონომიკური მნიშვნელობისაა საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთის, იტალიის, ბულგარეთის დააღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებისთვის.

აქედან გამომდინარე, ამ და საქართველოს მეზობელ რეგიონებში ვითარების დესტაბილიზაციის მუდმივი მცდელობები ღრმა შეშფოთებას იწვევს, განსაკუთრებით კი რელიგიური დაპირისპირების წაქეზების მცდელობები, რაც მიიღწევა სომხური პრეტენზიებით საქართველოს ტაძრებზე.

უფრო მეტიც, ეს პრეტენზიები საქართველოს ეკლესიებზე ოფიციალურად იქნა წარმოდგენილი სომხური ეკლესიის იერარქებისა და სომხეთის ხელმძღვანელობის სახელით. კერძოდ, მსგავსი პრეტენზიები გამოითქვა 2014 წლის დეკემბერში, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ოვიკ აბრამიანისსაქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საქართველოს სომეხთა სამოციქულო ეკლესიის ეპარქიის წინამძღვრის, ეპისკოპოსის ვაზგენ მირახანიანის ხელმოწერით, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო კონფიდენციალური წერილირიგი ქართული ტაძრების საქართველოში არსებული სომხური ეკლესიის ეპარქიისთვის გადაცემის მოთხოვნით. წერილი დარეგისტრირდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფისში 2014 წლის 12 დეკემბერს, 4242179 ნომრით, ანუ ეს დრო დაემთხვა აბრამიანის საქართველოში ვიზიტს და ესსაკითხი, სავარაუდოდ, განიხილებოდა ორი პრემიერ– მინისტრის შეხვედრაზე.

წერილში, რომელიც გამოქვეყნდა 2015 წლისიანვარში, ნათქვამია: ”… დაბრუნდეს წართმეულიეკლესიები, მონასტრები (ფუნქციონირებადი დაარაფუნქციონირებადი), მათი ნანგრევები, აგრეთვემიწის ნაკვეთები, რომლებზეც ისინი მდებარეობს ანიყო სომხური სამოციქულო მართლმადიდებლურიწმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიისსაკუთრებაში. დანართის სახით, წარმოგიდგენთ 442 ეკლესიის, მონასტრის (მოქმედი და უმოქმედო), აგრეთვე მათი ნანგრევების ჩამონათვალს, რომლებიც ჩამოერთვა სომხურ ეპარქიას ”.

პრეტენზიების ეს კოლოსალური სია შემდეგშიმუდმივად იზრდებოდა – მთლიანობაში, სომხური ეკლესია ითხოვს 650 ტაძარს საქართველოში და მის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა დაჩრდილოეთ ქართლში ე.წ. „სამხრეთ ოსეთში“.

გასაკვირია, რომ ქართული მხარე დუმდა ამ წერილის შესახებ, სანამ მან არ გაჟონა მედიაში, და ამის შემდეგაც კი,  საქართველოს ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა მოანდომა ამ თემის დახურვას.

გამოდის, საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობა ცდილობდა, ხელი შეეშალა ამ საბუთების გასაჯაროებისთვის და “შეეფერხებინა” ქართული საზოგადოების ყველა მცდელობა, მიეღოთ რაიმე ზომები ეკლესიებისადმი სომხური პრეტენზიების საპასუხოდ. მაგრამ, თუ სიას გადავხედავთ, მივხვდებით, რომ ჩვენ ვსაუბრობთ  საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კოლოსალურ საკუთრებაზე, რომლის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის იურისდიქციიდან მოკვეთას და სომხური ეკლესიისთვის – ეჩმიაძინისთვის  დაქვემდებარებას ცდილობს სომხეთის ეკლესია.

შედეგად, როგორც მოსალოდნელი იყო, ოფიციალური თბილისის პასიურმა პოზიციამ გამოიწვია ის, რომ თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2016 წლის მარტში, აღმოსავლეთ ევროპის სომეხ კათოლიკეთა ორდინარიატმა მიმართა საქართველოს რელიგიის საქმეთა სახელმწიფო სააგენტოს, მიეწოდებინა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული  ყველა იმეკლესიის სია, სადაც სომხური საღვთო მსახურება აღესრულებოდა. სომხეთის კათოლიკური ეკლესიის ორდინატურამ პრეტენზია განაცხადა საქართველოში არსებულ კიდევ 23 თითქოსდა სომხურ კათოლიკურ ეკლესიაზე. საინტერესოა, რომ ამ ყალბ სიაში ეკლესიად გადაკეთებული  მეჩეთიც კი შედის. ჩვენ ვსაუბრობთ  წმინდა გიორგი განმანათლებლის (სურბგრიგორ ლუსავორიჩის) სახელობის ეკლესიაზეა ხალციხეში – ქალაქში სამხრეთ საქართველოში, სომხებით დასახლებულ რეგიონში სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციული ცენტრში.

2016 წლის 2 მარტს, ერთ-ერთმა გაზეთმა გამოაქვეყნა სტატია “ახალი საფრთხე კათოლიკური ორდინატურის მხრიდან”, რომელშიც ის, კერძოდ, საქართველოს ხელისუფლებას და საზოგადოებას მიმართავს: ”მაინც რატომ დუმხართ, როდესაც სომხები არასამთავრობო ორგანიზაციებს პეტიციას პეტიციაზე უგზავნიან ქართული ეკლესიებისა და ტაძრების მითვისების მიზნით, თხზავენ დოკუმენტებს, ეძებენ წყაროებს იმის დასტურად, რომეს არის სომხური ეკლესიები, თუმც სინამდვილეში ისინი აგებულია ქართული ტაძრების ნანგრევებზე დასურთ სწორედ ეს ტაძრები ჩაიგდონ ხელში?!

ადრეც ვწერდი ამის შესახებ, მაგრამ სომეხთა მოთხოვნები იმდენად ფართომასშტაბიანი და კატეგორიული გახდა, რომ შეუძლებელია ამ საკითხის გვერდის ავლა. საქმე იმაშია, რომ სომხური მხარე და სომხური გრიგორიანული ეკლესია ადგენს დოკუმენტაციას პაპის მოსალოდნელ ვიზიტთან დაკავშირებით, რათა ამ დოკუმენტაციის საფუძველზე, პაპმა დახმარება გაუწიოს სომხურ ეკლესიას, როგორც რომის კათოლიკური ეკლესიის ნაწილს, დააკანონოს მათი აღდგენა, რესტავრაცია და საქართველოს ტერიტორიაზე განთავსებული ეკლესიების დაბრუნება მის იურისდიქციაში. სომეხი ფსევდო-მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ქართულიმხარე მუდმივად “შლის სომხური კულტურის კვალს” თავის ტერიტორიაზე”

ანუ, ეჩმიაძინის სომხური ეკლესია, ევროპის სხვადასხვა სომხურ-გრიგორიანული და სომხურ-კათოლიკური ცენტრები საქართველოს განოფიციალურად მოითხოვენ 650-ზე მეტ ეკლესიას, მათ ქონებას და მიმდებარე ტერიტორიებს. თუ საქართველოს რუქას გადახედავთ, გამოდის, რომ სინამდვილეში მათ გააჩნიათ არა მხოლოდ სულიერი, არამედ უზარმაზარი ტერიტორიული პრეტენზიებიც ქართული სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ.

მსგავსი თემები