„როდესაც მიხეილ სააკაშვილი საუბრობს შეცდომებზე , ეს სინამდვილეში არის არა შეცდომები არამედ, დანაშაული” – რატი იონათამიშვილი

უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს ეხმაურება. იონათამიშვილი თვის, რომ შეცდომები, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა ახსენა, დანაშაულები იყო:

“მიხეილ სააკაშვილის მუდმივი საუბრები დაბრუნებაზე ასევე, ის სარეკლამო ვიდეო დრამა, რომელიც ვნახეთ, იმდენად არასერიოზულია, რომ ამაზე ნამდვილად მეუხერხულება რაიმე კომენტარის გაკეთება, თუმცა, ერთ ნაწილს ნამდვილად აღვნიშნავ  –  როდესაც ის საუბრობს შეცდომებზე, მთელმა საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ეს სინამდვილეში არის არა შეცდომები არამედ, დანაშაული, რომელიც აღიარებულია ქართული მართლმსაჯულების სასამართლოს მიერ, ასე რომ, ჩამოვიდეს მართლაც ჩამოვიდეს”, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

მსგავსი თემები