სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა

ავღანეთში მომხდარ წყალდიდობას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოეხმაურა. მან წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ავღანეთში მომხდარი წყალდიდობა ნამდვილი ტრაგედიაა, რომელიც ავღანელ ხალხს თავს მაშინ დაატყდა, როცა ისინი გლობალურ პანდემიასთან გამკლავებას ცდილობენ. ჩემი უღრმესი სამძიმარი მსხვერპლთა ოჯახებს. ქართველი ხალხი ამ რთულ პერიოდში ავღანეთთან ერთად დგას“, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

ავღანეთში წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 250-ზე მეტი მოქალაქე, განადგურებულია 1 500-მდე საცხოვრებელი სახლი.

მსგავსი თემები