„ამ არგამომცხვარმა პოლიტიკოსმა იმდენი ირბინა, მატარებელს გადაასწრო” – დავით ჭიჭინაძე გიორგი ვაშაძეზე

„ახლა კი ისტერიკებს აწყობს  პრემიერობა მინდაო, მაგრამ სირბილი შეუძლია განაგრძოს და იმაზე იდარდოს, დეპუტატი მაინც გახდეს როგორმე“ – ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე გიორგი ვაშაძის განცხადებებს და მიესალმება ხატია დეკანოიძის კანდიდატურის დაყენებას ისანში.

“ყველა პოლიტიკური გემოვნების ამომრჩეველს თავისი არჩევანი უნდა ჰქონდეს. ამიტომ არათუ მივესალმები, „ნაციონალური მოძრაობის“  მიერ ხატია დეკანოიძის კანდიდატურის დაყენებას ისნის რაიონში, „ევროპულ საქართველოსაც“ მოვუწოდებ იგივე გააკეთონ.

რადგან თუ რეალურად წარსულის გამო დაიშალენ და მართლა აქვთ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები, კანდიდატებიც ცალ-ცალკე უნდა ჰყავდეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ საარჩევნო მანიპულაციბია და ამომრჩეველს თვალში ნაცარს აყრიან. 

ამას გარდა,  „ნაცებმა“ გადასარევად იციან, რომ ვაშაძეს „ოცნებასთან“ აქვს კუდები გადაბმული და არც „ევროპელები“ არიან დაშორებული ამ თემას, ამიტომ ახლა ერთმანეთში არკვიონ, მაგრამ  ერთ მაგიდასთან როდესაც სხდებოდნენ, მაშინ ეფიქრათ ჯობდა.

ისე, იმაში კი ნამდვილად ვეთანხმები „ნაციონალებს“ , რომ შეთანხმება გიორგი ვაშაძემ დაარღვია, თავი ფაქტიურად პრემიერად გამოაცხადა და იმდენი ირბინა, ბოლოს მატარებელს გადაასწრო. ახლა კი დარბის და ისტერიკებს აწყობს.

ზოგადად კი, ისნის მაჟორიტარობის კანდიდატს რაც შეეხება, ოპზიციონერი კანდიდატი, ვისაც მართლა ერთპიროვნული  მხარდაჭერა გააჩნია, თან ვიღაცეების დახმარების გარეშე,  ვარ მე.  და რაც უფრო ბევრ კანდიდატს დამიყენებენ, უფრო თავისუფალი გასეირნება მექნება ისანში.“ – აცხადებს ჭიჭინაძე

მსგავსი თემები