“ეს არის მორიგი ტყუილი, ბლეფი” – კახა კალაძე მიხეილ სააკაშვილის ნათქვამზე

„არ მგონია, რომ ის დაბრუნდეს საქართველოში. ეს არის მორიგი ტყუილი, ბლეფი“ – ასე გამოეხმაურა კახა კალაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ნათქვამს.

„არ მგონია, რომ ის დაბრუნდეს საქართველოში. ეს არის მორიგი ტყუილი, ბლეფი. თუმცა, ჩამოვიდეს, არანაირი პრობლემა არ არის და მოუწევს იმ კითხვებზე პასუხის გაცემა, რაც ჩაიდინა წლების განმავლობაში“, -განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ის საქართველოში დაბრუნებას აპირებს.

„ზუსტად ვხვდები და ვიცი, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიცხოვროთ ბევრად უფრო მაგრად, ბევრად უკეთესად და თითოეულ ქართველს შეუძლია იყოს მდიდარი და ეს ჩვენ ერთად გამოგვივა! მე ვბრუნდები“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

მსგავსი თემები