“ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე თუ ვინმეს არასწორად აქვს სამუშაოები შესრულებული, პასუხი მოეთხოვება” – კახა კალაძე

გლდანში საგზაო სამუშაოები თუ ვინმეს არასწორად აქვს შესრულებული, პასუხი მოეთხოვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ გლდანში ვეკუა-ხიზანიშვილის ახლად რეაბილიტირებული ქუჩების დაზიანების მიზეზებზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, რომ ეს პროექტი მერიას ჩაბარებული ჯერ არ აქვს.

„პრობლემის შესწავლის გარდა, სამუშაოები მიმდინარეობს. მთავარია, დადგინდეს რა იყო მიზეზი. სამუშაოები უკავშირდება იმ უხვ ნალექს, რაც იმ დღეების განმავლობაში იყო. ბოლო 20 წლის განმავლობაში მხოლოდ ხუთჯერ ფიქსირდება ასეთი მდგომარეობა. ყველაფერი შესწავლილი იქნება. თუ ვინმემ დანაშაული ჩაიდინა და სამუშაოები არსწორად აქვს შესრულებული, რა თქმა უნდა, პასუხი მოეთხოვება. მთავარია არის ის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, ეს პროექტი ჯერ მერიას ჩაბარებული არ აქვს. მიღება-ჩაბარება არ არის გაფირმებული“, – განაცხადა კალაძემ.

კახა კალაძემ მერიის შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, ვეკუა-ხიზანიშვილის ქუჩებზე შესრულებული სამუშაოებისა და საპროექტო დოკუმენტაციის შესწავლა დაიწყოს.

მსგავსი თემები