“პაციენტების მდგომარეობა, ამ ეტაპზე, გუშინდელთან შედარებით დადებითია” – ლევან რატიანი შატილში დაშავებულზე

შატილში მომხდარი ავტოკატასტროფის დროს დაშავებული მგზავრების მდგომარეობა ისევ მძიმეა. ისინი საავადმყოფოში რჩებიან. მედიკოსების ინფორმაციით, პაციენტები კონტაქტურები არ არიან, ამიტომ გამოძიებას არ აქვს საშუალება, დაზარალებულებს კითხვები დაუსვას.

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის განცხადებით, დაშავებული პაციენტების მდგომარეობა გუშინდელთან შედარებით დადებითია. 

“პაციენტების მდგომარეობა, ამ ეტაპზე, გუშინდელთან შედარებით დადებითია. ორ მათგანთან წნევა სტაბილური გახდა, ანუ შოკის კლინიკა მოიხსნა. ობიექტური მონაცემებით, პაციენტების მდგომარეობა ამ ეტაპზე დადებითია,”- განაცხადა ლევან რატიანმა .

შეგახსენებთ, რომ 23 აგვისტოს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა.

მსგავსი თემები