შატილში ავარიის დროს გარდაცვლილი მძღოლის ოჯახი ისრაელიდან დაბრუნდა

რამდენიმე საათში ცნობილი გახდება მიკროავტობუსის დაღუპული მძღოლის ოჯახის წევრების PCR ტესტის პასუხები.

ისინი საქართველოს ხელისუფლების დახმარებით ისრაელიდან საქართველოში დაბრუნდნენ და ამჟამად ბათუმის ერთ-ერთ კლინიკაში რჩებიან.

ლაბორატორიის დასკვნაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა ოჯახი დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობას.

პარალელურად, ოჯახის წევრები Traveler.ge-ს წარმომადგენლების მხრიდან განცხადებებს ეხმიანებიან.

ისინი კატეგორიულად უარყოფენ ბრალდებას, თითქოს მძღოლი გამოუცდელი იყო, რაც ავარიის ერთ-ერთ მიზეზად დასახელდა და თვლიან, რომ ამ განცხადებით კომპანია პასუხისმგებლობის თავიდან აცილებას ცდილობს.

23 აგვისტოს, შატილის გზაზე მომხდარ ავტოავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. ტრაგიკულ შემთხვევის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

მსგავსი თემები