ოკუპირებულ აფხაზეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტირება 72 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან ვირუსი 12 პირს დაუდასტურდა.

მათივე ცნობით, გუდაუთის რაიონულ საავადმყოფოში 16 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან სამის მდგომარეობა მძიმეა.

დღევანდელი მონაცემებით, კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 274- ს შეადგენს. 115 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ოთხი კი გარდაიცვალა.

მსგავსი თემები