„მძღოლად მუშაობის 35-წლიანი გამოცდილება ჰქონდა” – „თრეველერ ჯი“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი

„თრეველერ ჯი“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი აცხადებს, რომ მძღოლს, რომელიც შატილის გზაზე მიკროავტობუსს მართავდა, 35-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

მისივე თქმით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ რა გახდა შატილში ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი.

„მიმდინარეობს გამოძიება, სატრანსპორტოს წარმომადგენლები იკითხებიან. 35-წლიანი გამოცდილება აქვს მძღოლს. ნახევარი საათით ადრე, დაახლოებით, 15:45 წუთზე მე ვეკონტაქტე გიდ სერგოს, რომელმაც მითხრა, რომ ყველაფერი რიგზე იყო და მოდიოდნენ ძალიან წყნარად. ეს ზარი ნამდვილად ფიქსირდება, ამას თვითონ საგამოძიებო უწყებაშიც ადასტურებენ. მე ვესაუბრე და მან დაადასტურა, რომ ყველაფერი იყო რიგზე, მანამდე არაფერი პრობლემა არ ჰქონიათ. ვერსიები განიხილება და გამოძიება დასრულდება“, – განაცხადა შალვა ბოლათაშვილმა.

შეგახსენებთ, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა.

მსგავსი თემები