“მე მგონია, რომ მამა არ ჩაიდენდა, არ მოკლავდა თავის შვილს“ – თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის და, თინათინ აბჟანდაძე

“არ ძალადობდა მამაჩვენი, ძალიან უყვარდა. “კვადრო” უყიდა, 1500 ლარი მისცა” – ამის შესახებ თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დამ, თინათინ აბჟანდაძემ განაცხადა.

11 წლის გარდაცვლილი მოზარდის დას არ სჯერა, რომ მისი ძმა მამამ მოკლა.

“მე მგონია, რომ მამა არ ჩაიდენდა, არ მოკლავდა თავის შვილს. არ ძალადობდა მამაჩვენი, ძალიან უყვარდა. “კვადრო” უყიდა, 1500 ლარი მისცა…

მამა რომ დალევდა, ყვირილი, ხმამაღალი საუბარი უყვარდა, ალბათ ფსიქიკაზე იმოქმედა და პატრული რომ აივლის, აღარ იყვირებსო, მაგიტომ ითხოვდა ჩემი ძმა პატრულის ნომერს,”- უთხრა “კურიერს” გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის დამ თინათინ აბჟანდაძე

მსგავსი თემები