ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის შედეგები ცნობილია

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის აპელაციის შედეგები ცნობილია.

აბიტურიენტებს საშუალება აქვთ საკუთარი შედეგები პირად გვერდზე იხილონ. გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს მოუწოდებს საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე ყურადღებით გაეცნონ: საგანმანათლებლო პროგრამაზე არსებული ადგილების რაოდენობას, უმაღლესი სასწავლებლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩასაბარებელი გამოცდისათვის მინიჭებული კოეფიციენტსა და საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების ენას.

“აბიტურიენტები აუცილებლად უნდა დააკვირდნენ გათანაბრებულ ქულას, განსაკუთრებით ეს მათ უნდა გააკეთონ, რომლებიც ჩაჭრის ზღვარზე იყვნენ. ვინაიდან, შესაძლებელია იმის მიხედვით თუ რომელი ვარიანტი წერეს, გათანაბრებამდე მათი ქულა არ იყო მინიმალურ ბარიერზე მეტი, მაგრამ გათანაბრების შემდეგ, შესაძლებელია ეს ქულა მინიმალურ ბარიერზე მეტი აღმოჩნდეს. ხვალ, საღამოს 6 საათამდე აბიტურიენტებს შეუძლიათ შეიტანონ ცვლილებები თავიანთი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში, ეს უკვე ბოლო ვადაა,”- განაცხადა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ.

მსგავსი თემები