აბიტურიენტებს მითითებულ პროგრამებში ცვლილებების განხორციელების საშუალება 27 აგვისტოს 18:00 საათამდე ექნებათ

პროგრამების რეიტინგულ სიაში ცვლილებების შეტანის ვადა აბიტურიენტებისათვის 27 აგვისტოს 18:00 საათზე იწურება. ამის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განაცხადეს.

ცენტრი ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეებს სთხოვს, საკუთარ სარეგისტრაციო გვერდზე კიდევ ერთხელ ყურადღებით გაეცნონ სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე არსებულ კონკურსს, მიღებულ შედეგს (გათანაბრებულ ქულებს) და შესაბამისად, შეადგინონ მათი საბოლოო პრიორიტეტული ჩამონათვალი.

„აბიტურიენტებს საშუალება აქვთ შეუზღუდავი რაოდენობით აირჩიონ ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომელთა მოთხოვნებსაც შეესაბამება მათ მიერ ჩაბარებული საგნობრივი გამოცდები და მიღებული ქულები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროგრამების ჩამონათვალი იხილეთ „ცნობარში აბიტურიენტებისათვის“. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აფრთხილებს აბიტურიენტებს: არ დაგავიწყდეთ – ნებისმიერი ცვლილების შემდეგ გამოიყენეთ ღილაკი – შენახვა. გაითვალისწინეთ, რომ კონკრეტული ვადის, ამოწურვის შემდეგ (27 აგვისტო) საგანმანათლებლო პროგრამების პრიორიტეტულ ჩამონათვალს ვეღარ შეცვლით“, – განაცხადეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მსგავსი თემები