კინოთეატრები გაიხსნება 15 სექტემბრიდან და ასევე 2 კვირის ინტერვალით, პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება თეატრები

მიღებულ იქნა გადაწყვეტილება კინოთეატრებისა და თეატრების გახსნასთან დაკავშირებით,- ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან გაიხსნება კინოთეატრები, ხოლო თეატრები  ასევე, 2 კვირის ინტერვალით – 1-ლი ოქტომბრიდან.

„კინოთეატრები გაიხსნება 15 სექტემბრიდან და ასევე 2 კვირის ინტერვალით, პირველი ოქტომბრიდან გაიხსნება თეატრები,“ – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მსგავსი თემები