11 წლის ბავშვის ბებია მკვლელობაში მის მამას ადანაშაულებს

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ნათესავები მამას მოზარდის მკვლელობაში ადანაშაულებენ. ბავშვის ბებია დარწმუნებულია რომ მორიგი ცემისას მამაკაცმა მოზარდი მოკლა და კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარი ხეზე ჩამოკიდა. ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით დაკავებულ მამაკაცს ბრალს დღეს ოფიციალურად წაუყენებენ.

“გუშინ ასე მითხრა, ყოველ ღამე აფეთქებული იყო ტელეფონიო, როცა მთვრალი იყოო, ბიძია მიშველე, ბიძია მიშველე, მიძახოდაო. ბიძამისს წაუყვანია სახლში, მამამისს დაუძინია, მერე ბიძამისს უთქვამს წადი, პაპიროსი და “აჩკები” დამრჩა იქო. დედამისს უთხრა, დედა ახლა პაპიროსსა და “აჩკებზე” მივდივარ სახლში და თან მეშინია მამამ არ დამინახოს, თორე მომკლავსო, ბიძამისმა თქვა, მთელი ღამე მამამისი მირეკავდა, გამოუშვი ბავშვი, უნდა მოვკლა მაინც, სულ ერთიაო. მერე დაურეკია ჩემი შვილისთვის ლანძღა, თათხა, ფულს გამომიგზავნი თუ არაო, უთქვამს არ გაღირსებ ფულსო, მაშინ თუ ფულს არ მაღირსებ, ვეღარც ამ შვილის ხმას გაიგონებო,” – აცხადებს ბავშვის ბებია.

მსგავსი თემები