“ეს არის აფიორა, სააკაშვილმა და ბოკერიამ თავად განათავსეს ეს ტყუილი” – ირმა ინაშვილი “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსებაზე

ირმა ინაშვილის ამბობს, რომ “პატრიოტთა ალიანსის” დაფინანსებასთან კრემლს არანაირი კავშირი არ აქვს და არ გამორიცხავს, რომ სტატია, რომელიც რუსულ სააგენტოზე გუშინ გავრცელდა, შეკვეთილი იყოს მისი ოპონენტების მხრიდან.

“ეს არის აფიორა, სააკაშვილმა და ბოკერიამ ჯერ თავად განათავსებინეს ერთ-ერთ ინტერნეტ გამოცემას ეს ტყუილი, შემდეგ ამ ტყუილზე ტყუილი კომენტარი გააკეთებინეს თავისავე აგენტს ვინმე კუროპტევს. 1 პროცენტზე ნაკლები აქვს მხარდაჭერა ბოკერიას ჯგუფს და 3.5 ნაკლები აქვს სააკაშვილს. ეს ყველაფერი ხდება იმიტომ, ასევე, რომ ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვიყავით აფხაზეთში. გამოჩნდა სინათლის პატარა სვეტი და ეს ის ხალხია, ვინც თვითონ ჩააბარა კოდორი და ახალგორი,” – განაცხადა ირმა ინაშვილმა. 

ცნობისთვის, რუსულ საგამოძიებო სტატია წერს, რომ ოქტომბრის არჩევნებზე, კრემლმა თავისი რჩეულები – “პატრიოტთა ალიანსიდან” ირმა ინაშვილი და დავით თარხან მოურავი დაასახელა.  “დოსიეს” ინფორმაციით, 8 მილიონი გამოიყო იმისთვის, რომ პატრიოტთა ალიანსის პიარკამპანიამ წინასაარჩევნოდ კიდევ უფრო მეტი მხარდამჭერი მოიზიდოს.

რუსული მედია წერს, რომ კრემლმა სერგეი მიხეევი დაიქირავა, რათა ირმა ინაშვილის საარჩევნო პიარკამპანიას გაუძღვეს. როგორც ცნობილია, სერგეი მიხეევი კავკასიის რეგიონში აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა ქვეყნის არჩევნებში, პრორუსული ძალების დასახმარებლად.

მსგავსი თემები