აჭარაში კორონავირუსი 4 პირს დაუდასტურდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსი 4 პირს დაუდასტურდა. ორი სატვირთოს მძღოლია,ორი ინფიცირებული კი ქობულეთთან კონტაქტირებული.

ინფიცირებული მძღოლებიდან 1 თურქეთის მოქალაქეა და ის სამკურნალოდ სამშობლოში დაბრუნდა.

ქობულეთთან კონტაქტირებული პაციენტები შუახნის ქალები არიან.ჯამში ე.წ ქობულეთის კლასტერიდან 10 პირია ბათუმის კოვიდცენტრში.

რეგიონში კი სულ 32 პირია კორონავირუსით ინფიცირებული. ამათგან, 8 პირს პნევმონია აღენიშნება,დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა კი, სტაბილურია.

ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გიგა კიკაბიძე აცხადებს, რომ პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

“ოთხი კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტი დადასტურდა აჭარაში, აქედან ერთი პაციენტია თურქი, რომელიც ტრაილერის მძღოლია. ერთი მძღოლი ჩვენთანაა მოთავსბული და ასევე, ორი ქალბატონი. ბათუმში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა კი სტაბილურია,”- განაცხადა გიგა კიკაბიძემ.

მსგავსი თემები