COVID-19-ით გარდაცვლილი პაციენტის ოჯახის სამი წევრი ინფიცირებულია

თბილისის ცენტრალური ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, გარდაცვლილი მე-19 პაციენტის ოჯახის კიდევ სამი წევრია ინფიცირებული.

მისი თქმით ისინი კოვიდ ცენტრებში განაგრძობენ მკურნალობას.

“დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები საკარანტინო სივრცეში არიან მოთავსებულნი. კარანტინში გადავიდნენ გარდაცვლილ მე-19 პაციენტთან კონტაქტში მყოფი პირებიც, ოჯახის ინფიცირებული წევრები კი მკურნალობენ კოვიდცენტრებში. ჯამში გარდაცვლილის ოჯახის სამი წევრია ინფიცირებული”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები