კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი მკურნალობას სახლში გადიოდა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია 19-ე გარდაცვლილ პაციენტზე საუბრობს და აცხადებს, რომ პაციენტს ჰქონდა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა და ჰქონდა მძიმე ემოციური ფონი.

ეზუგბაიას თქმით მოტეხილობამ ემბოლეა გამოიწვია, რის შემდეგაც დადგა გარდაცვალება.

“გარდაცვლილ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის მოტეხილობა და იყო ჭარბწონიანი, ამის გამო ჰქონდა საკმაოდ მძიმე ფსიქო-ემოციური ფონი. პაციენტს უვლიდა სახლში, მისი და, რომელიც იყო კოვიდინფიცირებული. მე პაციენტის დასთან მქონდა კომუნიკაცია. მათი დაავადება მიმდინარეობდა თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლეა, რომელიც მოტეხილობამ გამოიწვია და პაციენტი სწორედ ასე გარდაიცვალა. ამ პაციენტის პირველწყარო უკავშირდება ლენჯერს,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

მსგავსი თემები