რაჭაში 29 წლის ლასო აბუთიძის მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა შეეფარდათ

რაჭაში მოკლულ ლასო აბუთიძის, მკვლელობაში ბრალდებულებს ქუთაისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ორი ბრალდებულიდან, ერთი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, მეორე კი ამბობს, რომ კონფლიქტში გამშველებლის როლს ასრულებდა.  

დაკავებულს საზოგადოებრივი ადვოკატი იცავს, რომლის თქმითაც მისი დაცვის ქვეშ მყოფი მსუბუქი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, თუმცა მკაფიოდ ახსოვს, რომ მკვლელობა მას არ ჩაუდენია. ის პირი კი, რომელიც დანაშაულს აღიარებს ამ ეტაპზე ადვოკატის მომსახურებაზე უარს ამბობს.

შეგახსენებთ, რომ 22 აგვისტოს ამბროლურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში,  29 წლის ლასო აბუთიძე მოკლეს, რომელიც მასთან სტუმრად მყოფ გოგონების დაცვას, ნასვამი მამაკაცებისგან ცდილობდა.

მსგავსი თემები