ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი შატილის ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი მარეკ შჩიგელი შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის „ტვიტერის“ მიკრობლოგზე.

„ღრმად ვარ დამწუხრებული შატილის გზაზე მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, რომელსაც 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სამძიმარს ვუცხადებ ოჯახებს, რომლებმაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს“, – აცხადებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი.

მსგავსი თემები