ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევაა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტი 79 ადამიანს ჩაუტარდა, „კოვიდ-19“ ხუთ მათგანს დაუდასტურდა.

ამ დროის მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 247 შემთხვევაა დაფიქსირებული, გამოჯანმრთელდა 101 პაციენტი, გარდაიცვალა სამი ინფიცირებული.

მსგავსი თემები