“შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი პაციენტის ოპერაცია დასრულებულია” – ლევან რატიანი

“შატილის გზაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი პაციენტის ოპერაცია დასრულებულია” – ამის შესახებ  პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, სამივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულია, ისინი ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე არიან.

„2 პაციენტს ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. სამივეს მდგომარეობა არის კრიტიკული, თუმცა ვინარჩუნებთ ვიტალურ პარამეტრებს. მინდა გითხრათ. რომ რადგანაც ნარჩუნდება ვიტალური პარამეტრები, ვიმედოვნებთ, რომ გაგრძელდება ასე და სამივე მათგანი უახლოეს პერიოდში დაიწყებს გამოჯანმრთელებას. სამივე იმყოფება ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სამივესთან არის ტრავმულ – ჰემორატიული შოკი, მაგრამ ყველაფერი კეთდება, რომ მათი სიცოცხლე შენარჩუნდეს. ამ ეტაპზე პაციენტები დამატებით ქირურგიულ ჩარევას არ საჭიროებენ, განხორციელდა ყველა ინტერვენცია, რაც იყო საჭირო,“- განაცხადა ლევან რატიანმა.

შეგახსენებთ, შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა, სამის მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა.

მსგავსი თემები