ტურისტული კომპანია, რომელმაც ხევსურეთში ტური დაგეგმა, განცხადებას ავრცელებს

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ხევსურეთის გზაზე მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო, განუზომელია სევდა რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით” – ამის შესახებ განცხადებას აკეთებს ტურისტული კომპანია Traveler.GE, რომელმაც ხევსურეთში ტური დაგეგმა.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამთ ხევსურეთის გზაზე მომხდარი მძიმე ტრაგედიის გამო, განუზომელია სევდა რომელსაც ჩვენი გუნდი განვიცდით.

ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებს, მეგობრებს, სრულიად საქართველოს. ამ მძიმე დროს უფალს ვევედრებით გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად და გვჯერა გადარჩენილი მგზავრები მალე გამოჯანმრთელდებიან ..

ჩვენი მხრიდან სრულად ვთანამშრომლობთ გამოძიებასთან და ყველა დეტალს მივაწვდით საგამოძიებო უწყებას რაც კი ხელთ გვაქვს“- აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი თემები