სოფელ ძევრში 11წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს

თერჯოლაში, სოფელ ძევრში 11წლის ბიჭს გლოვობენ. მოზარდი გარდაცვლილი გუშინ საკუთარი სახლის ეზოში ნახეს. წინასწარი ინფორმაციით, ბავშვი ორი დღის მანძილზე მამას ერთ-ერთ ოთახში ჰყავდა გამოკეტილი და მშობელი მასზე სისტემატიურად ძალადობდა.

არსებული ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე 11 წლის ბიჭმა დახმარება ნათესავებს სთხოვა, რომელთაც დაურეკა და უთხრა, რომ მას მამა სცემდა.

დანაშაულის დეტალებს სოფელში ჰყვებიან, სადაც გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზიდან უკვე გადაასვენეს.

მეზობლები ადასტურებენ, რომ ძალადობას სისტემატური სახე ჰქონდა. მათი თქმით, მამაკაცი მხოლოდ 11 წლის ბიჭზე არ ძალადობდა. მეზობლები ასევე ამბობენ, რომ 11 წლის ბიჭს მამა სახლიდან არ უშვებდა, რადგან მოზარდს მეზობლებისთვის არ გაემხილა რა პირობებში უწევდა ცხოვრება.

მსგავსი თემები