შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამივე ქალის მდგომარეობა კრიტიკულია – ლევან რატიანი

„გუშინ ავარიის ადგილიდან შემოყვანილი სამი ქალბატონის მდგომარეობა, ამ ეტაპზე კრიტიკულია“ – ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ორი დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა განსაკუთრებულად მძიმეა.

„ორ დაშავებულს აღენიშნებათ უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწარაფოდ იქნენ შეყვანილი საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალბატონის მდგომარეობა ამ ეტაპზე შედარებით სტაბილურია, თუმცა სამივე მათგანს აღენიშნება სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები“ – განაცხადა ლევან რატიანმა.

მსგავსი თემები