„ტრიბუნა“ კოალიაციაში არავისთან არ შევა

   „ჩვენი პოლიტიკურ ძალა, კოალიციაში არავისთან არ აპირებს შესვლას, არც „ოცნებასთან“ და არც ოპოზიციასთან. მიუმეტეს, რომ „ნაციონალებსაც“ და „ოცნებასაც“ საკმაოდ მძიმე წარსული აქვს, ხალხს კი ცლილებები სჭირდება,“ – ამის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაზემ განაცხადა.

ჭიჭინაძე თვლის, რომ პოლიტიკოსებმა ამომრჩევლის სახელით არანაირი შეთანხმება არ უნდა დადონ:

„ამომრჩეველი არავის საკუთრება არ არის, მათი სახელით შეთანხმებები რომ დადონ პოლიტიკოსებმა, ეს არაერთხელ მითქვამს და ჩემს სიტყვას არ გადავალ.

თუმცა შევუერთდები იმ დეკლარაციას, რომელიც ითვალისწინებს, რომ ოპოზიციამ ერთმანეთის ხმები უნდა დაიცვას ხელისუფლებისგან. რადგან ვთვლი, რომ ეს საკმაოდ ჯანმრთელი ინიციატივაა.“ –  აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

მსგავსი თემები