პრემიერი მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო

  •  

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი შემზარავი ტრაგედიის გამო, რომელსაც ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ემსხვერპლა, არიან დაშავებულები. თანავუგრძნობ დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს. ინტენსიურად მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები. ჩვენი ექიმები თავდაუზოგავად იბრძვიან დაშავებულების სიცოცხლისთვის და იმედს გამოვთქვამ, რომ შევძლებთ მათ გადარჩენას“, – წერს გიორგი გახარია „ფეისბუქზე“.

მსგავსი თემები