შატილში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და მწუხარება გამოთქვა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ შატილის გზაზე მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო. გულწრფელად ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.
ცნობისთვის, დუშეთის მუნიციპალიტეტში, შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 12 ადამიანი ემსხვერპლა. ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული სამი მგზავრის მდგომარეობა მძიმეა.