წყლის ამოტუმბის სამუშაოებს ახორციელებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში

ამ წუთებში დატბორილი საცხოვრებელი სახლებიდან და საჯარო სკოლის სარდაფიდან წყლის ამოტუმბის სამუშაოებს ახორციელებენ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ კასრისწყალში.

ადგილზე სახანძრო- სამაშველო ეკიპაჟების მობილიზება მოხდა. მაშველები სტიქიის ეპიცენტრში ახლა ინტენსიური რეჟიმით მუშაობენ.

ახმეტის მერიაში აცხადებენ, რომ წყლის დონემ დაიკლო, ამიტომ სოფლის ტერიტორიაზე მძიმე ტექნიკამ შესვლა შეძლო, რომელიც ღვაცოფისგან დაზიანებულ მონაკვეთებს აქტიურად წმენდს.

სოფელი კასრისწყლის ნაწილი რამდენიმე საათის განმავლობაში დატბორილი იყო. მოსახლეობის თქმით, მიზეზი რამდენიმედღიანი გადაუღებელი წვიმა გახდა.

მსგავსი თემები