ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოძრაობა აღდგა

რაჭის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი მაქარაშვილის განცხადებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში მოძრაობა აღდგა.

მისივე თქმით, მოსახლეობას არანაირი პრობლემა მედიკამენტებისა და საკვების მხრივ არ გააჩნია.

„უკვე სრულად აღდგა მოძრაობა ორ სოფელში, დანარჩენ სოფლებთან მოძრაობის აღსადგენად კეთდება ყველაფერი. ადგილზე სრულად არის მობილიზებული ტექნიკა და ვვარაუდობთ, რომ ხვალ, დღის ბოლომდე შესაძლებელი იქნება მოძრაობის აღდგენა. მოსახლეობას არანაირი პრობლემა მედიკამენტებისა და საკვების მხრივ არ გააჩნია, უწყვეტ რეჟიმში ხდება მათი მომარაგება როგორც საკვებით, ასევე მედიკამენტებით“,- განაცხადა გიორგი მაქარაშვილმა.

მსგავსი თემები