ბათუმში უხვი ნალექის გამო ქუჩები დაიტბორა

ბათუმში ქუჩები დაიტბორა. ადგილზე იმყოფება ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი.

საგანგებო რეჟიმში მუშაობს მერიის ყველა სამსახური. ადგილზე მობილიზებულია „ბათუმის წყლის“ სპეცტექნიკა და სანიაღვრე ქსელის ჯგუფები.

მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ამოტუმბვითი სამუშაო. ამასთან, სანიაღვრე წყლების შეუფერხებლად გადინების მიზნით ზღვაში გამსვლელი არხები ინტენსიურად იწმინდება.

მსგავსი თემები